„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის მიკრორაიონების მოსახლეობას შეხვდა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე, სოციალურ საკითხებზე, ესაუბრა.
კახა კალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიო-ქალაქის მოწყობაზე, რომელშიც სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, გასართობი ინფრასტრუქტურა და სარეკრეაციო ზონები მოეწყობა.