„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თბილისში, ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიძრნენ და პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ. პარტიის ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.
პარალელურად, პარლამენტის შენობასთან მოშიმშილეები კვლავ რჩებიან.
ალიანსის მოთხოვნები ცხრა პუნქტისგან შედგება და ის როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ საკითხებს ეხება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნების შესრულებას არ დაიწყებს, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება და მას მასშტაბური სახე მიეცემა. მათივე თქმით, თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოშიმიშლეებს პარტიის ლიდერებიც შეუერთდებიან.
„ხელისუფლებას 22 ოქტომბრამდე აქვს დრო, გამოეხმაუროს მოშიმშილეებს და აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები უკავშირდება საკონსტიტუციო უზურპაციის შეჩერებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ქმედითი ნაბიჯებისა გადადგამს და პირდაპირ დიალოგს სოხუმთან, ცხინვალთან, რუსულ მხარესთან. ბოკერიის იდეოლოგიის წნეხიდან უნდა გამოვიდეს კვირიკაშვილი ან გადადგეს,“ - აცხადებს ირმა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების განცხადებით, აქცია იგეგმება ბათუმში 15 ოქტომებერს, ხოლო 22-ში კი ისევ თბილისში.