20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქართული ოცნების” საარჩევნო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქართული ოცნების” საარჩევნო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი. მათთან ერთად შეკრებილებს სიტყვით მიმართა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმაც.

კახი კალაძის თქმით, ”ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა და ხედვები მიმართულია იქეთკენ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს.

შეკრებილებს მიმართა პრემიერმაც.

„ვიდეო რგოლი, რომელიც ჩემთვის პირადად არ არის ერთი პარტიის წინასაარჩევნო კლიპი, არამედ გაცილებით უფრო მეტია ამაზე, სწორედ ადამიანზე საუბრობს. საუბრობს ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც შედგება ძალიან ლამაზი ადამიანებისგან,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები