29 სექტემბერს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აქციით გააპროტესტებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტია შეკრების გამართვას 2 საათზე მერიასთან გეგმავს.
პოლიტიკოსების განცხადებით, თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის ნაწილისთვის ზონის სტატუსის შეცვლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, თბილისის ისტორიულ იერსახეს კი, მნიშვნელოვნად დააზარალებს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მმართველ გუნდს სიცრუეში ადანაშულებენ და გადაყვწეიტლების გადახედვას ითხოვენ.
"რასაც ითხოვს ივანიშვილი, რომ მას 1 ლარად ქალაქის ცენტრში გადაეცეს ამხელა ტერიტორია, ადამიანს, რომელიც ხალხს პირდებოდა, რომ ქვეყანას ააშენებს და თითოეულ ადამიანს გაამდიდრებს, ეს არის უკვე უზნეობის ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ქმედება," - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.