20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
საკრებულოს გადაწყვეტილება აქციით გააპროტესტა „ევროპულმა საქართველომ“

საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისში კიდევ ორი მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, პუშკინის სკვერში გააპროტესტა „ევროპულმა საქართველომ“.

შეკრებილებს მერობის კანდიდატმა მიმართა და უმრავლესობა ტყუილში დაადანაშაულა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილს პირადი ინტერესები აქვს.

"მთავარი პროტესტი იქნება რა თქმა უნდა, 21 ოქტომბერი, როდესაც ზოგადად ქართულმა საზოგადოებამ უარი უნდა თქვას ისეთი ტიპის მმართველობაზე, როდესაც ქალაქის ან ქვეყნის მმართველობაში მოსვლა ნიშნავს საკუთარი კეთილდღეობის გაძლიერებას," - განაცახადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები