20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი ზეემკას დასახლებაში ამომრჩეველს შეხვდა

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ე.წ. ზეემკას დასახლებაში ამომრჩეველს შეხვდა. ალეკო ელისაშვილი წმინდა ბარბარეს უბნის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი დასახლებაში მობილური კავშირგაბმულობის გადამცემების არსებობაა, რაც ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

კანდიდატი ანტენების გადატანას ითხოვს. საუბარი შეეხო ასევე სტადიონისა და წყალმომარაგების საკითხებს.

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ქალაქში არის ასე უყურადღებოდ და უპატრონოდ მიტოვებული უბანი,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები