20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება

პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტით პორტუგალიაში ჩავიდა. გიორგი მარგველაშვილი რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერსა და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდება.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლისაბონში, ბელემის სასახლეში გაიმართება. პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

გიორგი მარგველაშვილი დელეგაციასთან ერთად პორტუგალიის კერძო სამეცნიერო ფონდს მოინახულებს.

დღის ამბები