09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
საერთაშორისო კოალიცია ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე შეტევას განაგრძობს

საერთაშორისო კოალიცია ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე შეტევას განაგრძობს.

იერიშს ქალაქ მოსულთან დაჯგუფების ქიმიური იარაღის ექსპერტი ემსხვერპლა. საუბარია აბუ მალიკზე, რომელიც ჯერ კიდევ სადამ ჰუსეინის დროს მუშაობდა ქიმიურ იარაღზე.

ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად ვაშინგტონი ერაყში ჯარის შეყვანასაც არ გამორიცხავს.

პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებებში, სავარაუდოდ, არ ჩაერთვებიან. მათი მისია დაზვერვითა და ადგილობრივი შეიარაღებული ძალებისთვის დახმარებით შემოიფარგლება.

ისლამური სახელმწიფო ეგვიპტეშიც გააქტიურდა. ტერორისტების თავდასხმას სინას ნახევარკუნძულზე 36 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები