20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
„თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, მაშინ ხალხი მივა დავით ნარმანიასთან“ - ზაალ უდუმაშვილი

„თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, მაშინ ხალხი მივა დავით ნარმანიასთან“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

უდუმაშვილის თქმით, საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატები თავად შევლენ თბილისის მერიაში და მოითხოვენ პასუხს კითხვაზე, რას უპირებს თბილისის მერია საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებს.

„თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, მაშინ ხალხი მივა დავით ნარმანიასთან. ჩვენი საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრები შეეცდებიან, რომ შევიდნენ, დაელაპარაკონ და პირადად მოისმინონ ხალხის გადაწყვეტილება. არ შეიძლება ხალხის ასე იგნორი. მე დიდ ბოდიშს ვუხდი თბილისელებს იმისთვის, რომ ახლა ქუჩა გადაკეტილია, თუმცა, საცობი თბილისელებს დიდად არ უკვირთ. ახლა მნიშვნელოვანი საკითხი წყდება თბილისისთვის. კერძოდ ის, რომ თბილისი რიგდება ნაწილ-ნაწილ და ნამდვილად არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს, კახი კალაძეს იმის საშუალებას, რომ თბილისი გადაინაწილონ. ახლა მოვითხოვთ, რომ კეთილი ინებონ და გამობრძანდნენ და გვითხრან რას აპირებენ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საათზე მეტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. 

დღის ამბები