20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება თბილისის მერიასთან

ფიზიკური დაპირისპირება თბილისის მერიასთან. დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარეობს. აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ. ამ წუთებში მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკნოტროლებენ.

ულტიმატუმის ვადა ცოტა ხნის წინ ამოიწურა, რომელიც აქციის მონაწილეებმა მერიას წაუყენეს. დავით ნარმანიასთან შეხვედრას საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატები ითხოვდნენ, თუმცა ამ ულტიმატუმზე მათ არავინ გამოხმურებია. მათი მოთხოვნა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის ქალაქის ცენტრში. მიწების გადაცემას გულისხმობს 

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დავით ნარმანიას მოქალაქეებთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოსთხოვეს. 

ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.  

თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, თბილისის მერიაში ოთხი ადამიანის შესვლის „შიში“ აქვთ. თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მერიაში პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ.

„ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა არც გზის გადაკეტვა და არც ჭიდაობა. ჩვენ გვინდა პასუხი ერთ მარტივ კითხვაზე შეაჩერებს თუ არა თბილისის მერია იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პუშკინის სკვერსაც და თაბორის მთას უკავშირდება. ამაზე პასუხის ღირსიც კი არ გახადეს მოსახლეობა, რომელიც დღეს აქ არის შეკრებილი. პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ენმ“-ის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას თქმით, ისინი ხელისუფლებას მიწების ერთ ლარად გასხვისების საშუალებას არ მისცემენ.

„არავის არ მოსწონს ეს ჭიდაობა, მაგრამ პასუხს როცა კორუმპირებული ხელისუფლება არ გაძლევს, აუცილებლად იქნება პროტესტი, სხვა გზა არ არის. ხალხის ძალას ვერ დააკავებ ვერანაირი პოლიციის ჯაჭვით,“-განაცხადა „ენმ“-ს წევრმა ნიკა რურუამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შარტავას ქუჩაზე მყოფი სამართალდამცავები, რომლებიც პარტიის მხარდამჭერებს აქციის ჩატარებაში ხელს უშლიან. მისივე თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას ეშინია არჩევნების ამიტომ უარს ამბობს, რომ შეაჩეროს 21 ოქტომბრამდე გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით.

„ენმ“-ს წევრის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ოლიგარქს თბილისის ისტორიული ნაწილის დასაკუთრების ნებას არ მისცემენ. მისი თქმით, "მაფიოზური მმართველობა ძალიან მალე დასრულდება“.

დღის ამბები