20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე 3 ადამიანია დაკავებული

თბილისის მერიასთან სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აკავებენ. რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ კიდევ ერთი პირი აიყვანა. მერიის შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. შსს-ოს ინფორმაციით, აქციაზე სულ 3 პირია დაკავებული.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ცდილობენ, სამართალდამცავების მანქანას დაკავებულების წაყვანის საშუალებას არ აძლევენ.

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად, საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

თბილისის მერიასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს. სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთელს პერიმეტრს აკონტროლებენ. ასევე მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური იცავს. 

დღის ამბები