20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლის გასხვისება - ენმ-ის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ ბათუმის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლის გასხვისებასთან დაკავშირებით უკანონოა და საკრებულოს უმრავლესობამ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

მათი თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო მინიმუმ 17 ხმა, ხოლო თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანომ ეს გადაწყვეტილება 11 ხმით 6- ის წინააღმდეგ მიიღო.

“ნაციონალური მოძრაობა” საჯარო რეესტრსაც მიმართავს განცხადებით და მოითხოვს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას.

“მწვანე კონცხის პლაჟი, უსასყიდლოდ გადაეცა ბიძინა ვანიშვილს. აღნიშნული განკარგულება გადაცემის შესახებ ბათუმის საკრებულომ მიიღო კანონმდებლობის უხეში დარღვევით,“ - აღნიშნა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მირდატ ქამადაძემ.

დღის ამბები