20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
რეფერენდუმი კატალონიაში - გუშინდელი შეტაკებების შედეგად 893 ადამიანი დაშავდა

კატალონიის პრეზიდენტი ესპანეთის მთავრობას რეგიონიდან პოლიციის გაყვანისკენ მოუწოდებს. კარლეს პუჩდემონის განცხადებით, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ძალის გადამეტების ფაქტებს გამოიძიებს.

ბოლო მონაცემით, გუშინდელი შეტაკებების შედეგად 893 ადამიანი დაშავდა. რეფერენდუმის შედეგების თანახმად, კატალონიის დამოუკიდებლობას მოსახლეობის 90-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტონომიამ ესპანეთისგან გამოყოფის უფლება მოიპოვა, თუმცა ცენტრალური ხელისუფლება კენჭისყრას არ ცნობს. რეფერენდუმს არალეგიტიმურს უწოდებს ევროკავშირიც და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

„დღევანდელ დღეს, კატალონიის მოსახლეობამ მოიპოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების უფლება. სიძნელეების და საფრთხეების მიუხედავად, მილიონობით ადამიანმა საკუთარი სურვილი მკაფიოდ გამოთქვა,“ - განაცხადა კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონმა. 

დღის ამბები