ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალს ნარკოტიკების რეალიზაციის მუხლით წაუყენებენ.
სამართალდამცავები კრიმინალური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
დაკავებულის მეზობლების თქმით, აღნიშნულ სახლში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობს, რომელიც საპატიმროდან, დაახლოებით, 5-6 თვის წინ გამოვიდა. ადგილობრივების თქმით, მას 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით.