„ქართულმა ოცნებამ“ მარგველაშვილს შეხვედრა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება დღეს უკვე მესამედ შესთავაზა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა სურს გიორგი მარგველაშვილი დაარწმუნოს, რომ კონსტიტუციის მხოლოდ ის მუხლები დაბლოკოს, რომელთა შეცვლასაც ოცნება თავადვე აპირებს.
პრეზიდენტს ელოდება ოპოზიციაც, თუმცა უმრავლესობისგან განსხვავებით, 20 პარტიის წარმომადგენელი გიორგი მარგველაშვილს ვეტოს დადებას არა მმართველი გუნდისთვის სასურველ, არამედ ყველა სადავო მუხლზე ითხოვს. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება 8 დღეში უნდა მიიღოს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი კი გიორგი მარგველაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს და ამ ფორმით ქვეყნის მთავარი კანონის დაცვას ითხოვს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიმართ რამდენიმე შენიშვნა აქვს სახალხო დამცველს.
გიორგი მარგველაშვილი სავარაუდოდ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდება და ვეტოს შესახებ გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მიიღებს.