20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
„ეს ძალა ყოველთვის არის რატომღაც შემჩნეული დესტრუქციის შემოტანაში," - ჯაბა ჯიშკარიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს

„ძალიან მწყინს და გული მტკივა, იმაზე, რომ  ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე პოლიციელს ხელს ურტყამს," - ეს  განცხადება „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ჯაბა ჯიშკარიანმა გადაცემა „არჩევანში" დედაქალაქის მერიასთან დღეს გამართულ აქციაზე საუბრისას გააკეთა.

ჯაბა ჯიშკარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს, რომელმაც ჯიშკარიანს "ზონდერი" უწოდა.

„არ შეიძლება უკადრებელი იკადრო, არ შეიძლება ჯაბა ჯიშკარიანს ზონდერი ეძახო მხოლოდ იმის გამო, რომ შენი პირადი წინ გაიტანო და გაწიო. თქვენთვის არის ეს ყველაფერი ბატონი ნიკა ცუდი,“ - აღნიშნა ჯიშკარიანმა.

ჯაბა ჯიშკარიანი "ნაციონალური მოძრაობის" შესახებაც საუბრობს. 

„ეს ძალა ყოველთვის არის რატომღაც შემჩნეული დესტრუქციის შემოტანაში, სულ გაუთავებელი ქილიკი, გაუთავებელი ლანძღვა,“ - ამბობს ჯაბა ჯიშკარიანი.

დღის ამბები