20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპროტესტო რეჟიმზე გადადის

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპროტესტო რეჟიმზე გადადის - განცხადება ამის შესახებ დღის ბოლოს, საგანგებო ბრიფინგზე პარტიის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს, რომ მერიამ სისრულეში მოიყვანოს გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად გადასცეს თაბორის მთასა და პუშკინის სკვერში მიწის ფართობები.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შესაშლელად ყველა კანონიერი მეთოდის გამოყენებას აპირებს.

"ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით, რომ თბილისი გასხვისდეს 1 ლარად. სწორედ ამ პროცესთან გვაქვს ჩვენ საქმე. როგორ უყურებს ბიძინა ივანიშვილი ამ ქალაქს, როცა უნდა და რასაც უნდა იმას იზამს და ეს არის თბილისელების შეურაცხყოფა, თბილისი აუცილებლად გასცემს პასუხს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

დღის ამბები