03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
სოციალურად დაუცველი დევნილები ზამთარში დახმარებას მიიღებენ

სოციალურად დაუცველი დევნილები, რომლებსაც 70 001 ქულაზე ნაკლები აქვთ, მთავრობისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.

სოზარ სუბარის განცხადებით, 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გამოყენება სოციალურად დაუცველ დევნილებს დენისა და გაზის გადასახადისთვის შეეძლებათ. სპეციალურად გამოყოფილ თანხას ისინი პირველი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით მიიღებენ. 

სუბარის პროექტი ზამთრის პერიოდში დახმარების გაცემის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. 

დღის ამბები