20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
მერობის კანდიდატებს მართებთ უფრო მეტი სერიოზულობა - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თბილისის მერიასთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. თბილისის მერიასთან გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია გამართა და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

თბილისის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დასამტკიცებლად თბილისის მერიაში გადააგზავნა.

ოპოზიციის წევრები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და ასევე, მიმართეს ნარმანიას, რომ ხელი არ მოაწეროს მიწის გადაცემის დოკუმენტს. თბილისის მერიასთან დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა.

თეა წულუკიანი ამ ფაქტს გმობს და მერობის კანდიდატებს მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდებს.

„რაზეც მოხდა აჟიოტაჟი, იქცა პოლიტიკური სპეკულაციის თემად და ჩვენ გვმართებს ყველას და მათ შორის, მერობის კანდიდატებს ოპოზიციიდან, უფრო მეტი სერიოზულობა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ხალხს აქვს ძალიან კარგი ანალიზის უნარი, კარგი მეხსიერება და განჭვრეტის უნარი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვინ არის და ვის რა მიზნები ამოძრავებს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რამდენიმე დღის წინ საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.  

ამავე თემაზე
დღის ამბები