20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
პარტია „რუსთავი 2“ მიზანმიმართულად ცდილობს, ივანიშვილის დისკრედიტაცია მოახდინოს - კახა კალაძე

„ის, რაც გუშინ, გუშინწინ ხდებოდა, ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. პარტია „რუსთავი 2“ მიზანმიმართულად ცდილობს ამ ადამიანის დისკრედიტაცია მოახდინოს,“- ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გააკეთა.

მან დედაქალაქის მერიასთან გუშინ გამართული საპროტესტო აქციის გაშუქების გამო, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, "რუსთავი 2" გააკრიტიკა და მას პარტია უწოდა.

საუბარია საკრებულოს მიერ თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებისთვის სტატუსის შეცვლაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილის მიერ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი საქართველოში დიდ ინვესტიციებს დებს.

„ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანი ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში, ჩვენს დედაქალაქში. ის პროექტები, რომელზეც საუბარია, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი ჯდება. მშენებლობების დროს, დაახლოებით, 15 ათასი ადამიანია დასაქმებული, მშენებლობების დასრულების შემდეგ, დაახლოებით, 1800 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ყველაფერი შეაჩერონ,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები