იუსტიციის მინისტრი აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. თეა წულუკიანის თქმით, ირაკლი მექვაბიშვილის ხელმძღვანელობით სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა აღდგა, რადგან წინა აუდიტორს ლაშა თორდიას მათთან ურთიერთობა შეჩერებული ჰქონდა.
„ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე ძალიან კონკრეტულ მნიშვნელოვან თემაზე, როგორ უნდა ითანამშრომლოს ჩვენმა მონაცემთა გაცვლის სააგენტომ აუდიტის სამსახურთან. ჩვენმა სსიპ-მა აუდიტის სამსახურთან. როგორ უნდა ვითანამშრომლოთ საჯარო რეესტრმა, სამოქალაქო რეესტრმა და აუდიტის სამსახურმა. ვიტყვი ღიად, რომ ეს თანამშრომლობა ორ სტრუქტურას შორის, მანამდე, წინა ხელმძღვანელის პირობებში იყო შეჩერებული და მიხარია, რომ ახალი ხელმძღვანელის პირობებში, ჩვენ შევძლებთ ამ სტრუქტურების ამუშავებას,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.