20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
მერიის შენობაში დეპუტატების არშეშვებით დაირღვა თუ არა კანონი - კანონმდებლები საკუთარ უფლებებს განმარტავენ

პარლამენტის წევრისა და საკრებულოს დეპუტატების მერიის შენობაში არშეშვებით დაირღვა თუ არა კანონი - კანონმდებლებმა საკუთარი უფლებები განმარტეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კანონის იმ ნორმაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, დეპუტატებს თვითმართველობის შენობებში შესვლის უფლება აქვთ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერიასთან მათ მიერ გამართული აქციის დროს ხელისუფლებამ მათი, როგორც მოქალაქეებისა და მით უმეტეს ხალხის მიერ არჩეული პირების უფლებები შელახა.  

აქციაზე მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პარლამენტის წევრი, ნიკა მელია და საკრებულოს დეპუტატები მერიის ცენტრალური შესასვლელის გარდა, სადაც აქციის მონაწილეებიც იმყოფებოდნენ, შენობაში შესვლას სათადარიგო შესასვლელიდან დემონსტრანტების გარეშე ცდილობენ.

რა მოხდა თბილისის მერიასთან და რატომ არ მისცა სპეცრაზმმა ოპოზიციას თბილისის მერიაში შესვლის საშუალება, პარლამენტის თავმჯდომარე  ამ საკითხის შესწავლას ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები