20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
განადგურებული ძეგლები - ოკუპირებული აფხაზეთი იუნესკოს დახმარებას სთხოვს

24-წლიანი ოკუპაციის შემდეგ სოხუმი საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას ღიად პირველად სთხოვს. საოკუპაციო რეჟიმი აღიარებს, რომ განადგურების პირას მისულ უნიკალურ ძეგლებს თავად ვერ უვლის და იუნესკოს სპეციალისტების გაგზავნას სთხოვს.

ვიდეორგოლში, რომელიც რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს, რომელშიც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც მონაწილეობს, საუბრობენ, რომ უნიკალური ფრესკები და ხუროთმოძღვრული ძეგლები ქართულმა არმიამ გაანადგურა და დასახმარებლად მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავენ.

საქართველო თანახმაა, ძეგლების გადასარჩენად სპეციალისტები აფხაზეთში დაუშვას, ოღონდ უცხოელ რესტავრატორებთან ერთად, ტაძრების აღდგენაში მონაწილეობა ქართველმა სპეციალისტებმაც უნდა მიიღონ. ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმს აფხაზეთში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების ერთობლივ მონიტორინგს სთავაზობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება აქტიურად 2010 წლიდან დაიწყო. ბოლო 7 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმმა 6-ზე მეტი უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლი სხვადასხვა მეთოდით დააზიანა. ქართული კვალის წასაშლელად მე-6, მე-10 და მე-11 საუკუნის ტაძრები თეთრად გადაღებეს და ე.წ. რუსული გუმბათები დაადგეს.

 

დღის ამბები