20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
შსს-მ სპეცაგენტის ოჯახს დაცვით უზრუნველყოფაზე უარი უთხრა

საიდუმლო აგენტის, ალექსანდრე სამუშიას შვილმა და მისმა ადვოკატმა, ზვიად კუპრავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

მღებრიშვილის უწყებამ სამუშიას ოჯახს ოფიციალურად უთხრა უარი დაცვით უზრუნველყოფაზე. განცხადებაში წერია, რომ თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ, შეძლიათ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას მიმართონ.

სამუშიას ოჯახმა გიორგი მღებრიშვილის უწყებას დაცვის დანიშვნის თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. სპეცაგენტის აღიარების შემდეგ, რომლის შესახებ სიუჟეტი "შაბათის კურიერში" გავიდა, მისი ოჯახი უსაფრთხოების გარანტიებს და დაცვას ითხოვს. 

ზვიად კუპრავა შსს-ს გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს და უპასუხისმგებლოს" უწოდებს.

ალექსანდრე სამუშია 2013 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ის სპეცილურ დავალებებს ასრულებდა ოკუპირებულ აფხაზეთში, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ კი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 

დღის ამბები