“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
კალაძემ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. მერობის კანდიდატის თქმით, პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა.
„ჩვენ კარგად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია როდესაც ძველ თბილისში შეგვაქვს ახალი სიცოცხლე, ეს რა თქმა უნდა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხომ მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტისთვის, დამატებითი შემოსავლები შემოდის, ამ დამატებითი შემოსავლებით და გაზრდილი ბიუჯეტით, უფრო მეტი შესაძლებლობები უჩნდება თბილისის მოსახლეობას,“-განაცხადა კახა კალაძემ.