20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ავარიული კორპუსი, დაბზარული კედლები და დაზიანებული სახურავი - თემქის მოსახლეობა ზალიკო უდუმაშვილს პრობლემებზე ესაუბრა

თემქის მე-3 მიკრორაიონში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მისულ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატ ზალიკო უდუმაშვილს მოსახლეობამ 36-ე კორპუსში შესვლა სთხოვა. 12-სართულიანი შენობა ავარიულია, კედლები დაბზარული და სახურავი დაზიანებულია, საიდანაც კორპუსში უკვე რამდენიმე წელია, წყალი ჩადის და სარდაფში გროვდება.

სიძველისა და ტექნიკური გაუმართაობის გამო კი ლიფტის მოხმარებაც საფრთხეს შეიცავს. კორპუსში აივნები მოსახლეობას კუსტარულად აქვთ გამაგრებული.

კორპუსის მცხოვრებლების თქმით, პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობამ გამგეობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

„კორპუსი არის ავარიული, მიხედვაა საჭირო. ამ რაიონს პატრონი არ ჰყავს, რომ ელემენტარულად მოვიდეს და ამ ხალხს საცხოვრებლად პირობები შეუქმნას.“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა. 

დღის ამბები