20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
შეერთებული შტატებიდან დიპლომატების გაძევებას კუბამ უსაფუძვლო და მიუღებელი გადაწყვეტილება უწოდა

შეერთებული შტატებიდან დიპლომატების გაძევებას კუბამ უსაფუძვლო და მიუღებელი გადაწყვეტილება უწოდა. კუბის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნის დატოვებისთვის 1-კვირიანი ვადა მისცეს. მათი გაძევების გადაწყვეტილება ვაშინგტონში მას შემდეგ მიიღეს, რაც კუბის დედაქალაქში შეერთებული შტატების საელჩოს 22 თანამშრომელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამერიკელი დიპლომატები თავის ძლიერ ტკივილსა და სმენის დაკარგვას უჩიოდნენ. ისინი სამკურნალოდ შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს. მოგვიანებით ვაშინგტონმა ოფიციალური ჰავანა დიპლომატებზე აკუსტიკური შეტევის მოწყობაში დაადანაშაულა.

დღის ამბები