20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
„კადრები, როგორ მისწორდებიან ფიზიკურად“- ლევან ხაბეიშვილი ვიდეოს ასაჯაროებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი იმ ვიდეომასალას ასაჯაროებს, სადაც მისი თქმით, ჩან მერიის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები როგორ აყენებენ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ლევან ხაბეიშვილმა ვედეომასალა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ წარუდგინა. მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ ხაბეიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და ის მერიის შენობაში მოსასვენებლად შეიყვანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვიდეომასალას არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს.

„აგერ ვიდეოკადრები, როგორ მომიპარეს, როგორ შემათრიეს, როგორ მისწორდებიან ფიზიკურად. თუ ამაში ვინმე ძალადობას ვერ ხედავს, ეს არის მხოლოდ აღქმის პრობლემა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი ქმედება ჩემს წინაღმდეგ, რომელიც არ გამოუვიდათ,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები