20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობა - რეგლამენტში ცვლილბების შეტანა იგეგმება

დეპუტატები საპარლამენტო რეგლამენტში რამდენიმე ცვლილების შეტანას გეგმავენ, მათ შორისაა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობა, პეტიციების ელექტრონულად წარდგენა და საკანონმდებლო ინიციატივისთვის აუცილებელი ხელმოწერების ელექტრონული ფორმით შეგროვება. ინიციატივა ღია მმართველობის ჯგუფის წევრებმა განიხილეს.

დეპუტატების განმარტებით, ცვლილებების მიზანია, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართული.

„ეს ემსახურება იმას, რომ პარლამენტში, როდესაც საკანონმდებლო პროცესი ხდება, მოქალაქეები მეტად ჩავრთოთ, პარლამენტი უფრო ღია და გახსნილი იყოს,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

 

დღის ამბები