20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
რეფერენდუმის შედეგები - კატალონიის პარლამენტი სრული შემადგენლობით 9 ოქტომბერს შეიკრიბება

კატალონიის პარლამენტი სრული შემადგენლობით 9 ოქტომბერს შეიკრიბება. სესიაზე რეფერენდუმის შედეგებს განიხილავენ, თუმცა არ არის გამორიცხული, სხდომა რეგიონის დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლადაც გამოიყენონ.

ავტონომიური რეგიონის ლიდერი დღეს საღამოს მორიგ საგანგებო განცხადებას გააკეთებს, მანამდე კი, კარლეს პუჩდემონმა პირველი ინტერვიუ ტელეკომპანია BBC-ის მისცა და დაადასტურა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

პარალელურად, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელი დაკითხვაზე დაიბარა. მას სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყების მოწოდებაში ადანაშაულებენ. კატალონიის ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ბრალი მეფე ფელიპემაც დასდო.

დღის ამბები