20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამივე კანდიდატი კომიტეტმა მოიწონა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის სამივე კანდიდატი კომიტეტმა მოიწონა. 

უწყების ინფორმაციით, რეკომენდაცია გაეწია ლადო ჭანტურიას, რომელიც კომიტეტში დამსწრე წევრების უმრავლესობამ მოიწონა.

მესამე ეტაპი გაიმართება მომავალ კვირებში, სადაც უკვე საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს სამპირიან სიას და შეარჩიოს მათ შორის საუკეთესო კანდიდატი.

„კომიტეტმა მოიწონა ქვეყნიდან გაგზავნილი სამპირიანი სია. რეკომენდაცია გაეწია ბატონ ლადო ჭანტურიას. ამით მეორე ეტაპი დასრულდა და მესამე ეტაპს ვიწყებთ, რომელიც მომავალ კვირებში გაიმართება,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები