20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"რთული იქნება კონსენსუსის მიღწევა" - სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის კონსულტაციებიდან შედეგს არ ელოდება 

საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შემდგარ მოლაპარაკებებს, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ შედეგს და კონსენსუსს არ ელოდებიან.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და პრეზიდენტს შორის კონსენსუსს არ ელოდებიან არც კონსტიტუციონალისტები. სპეციალისტები ვეტოს მოსალოდნელ დაძლევაზე საუბრობენ. ექსპერტები ხელისუფლებას დათმობებისკენ მოუწოდებენ.

„ვითარება საკმაოდ რთულია იქედან გამომდინარე ჩვენ რა პოზიციებიც ვიცით როგორც ერთი მხარის, ასევე მეორე მხარის მხრიდან. რთული იქნება რა თქმა შეხების წერტილის, კონსენსუსის მიღწევა, თუმცა ეს არის შანსი და შესაძლებლობა, როგოროც „ქართული ოცნებისთვის,“ ისე სხვა პოლიტიკური პარტიებისათვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს ერთპარტიული კონსტიტუციების მიღება,“-განაცხადა კოტე ჩოკირაიამ.

დღის ამბები