20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ეს ვიზიტი მთავრობასთან შეთანხმებული არ არის - ქეთევან ციხელაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტზე საუბრობს

„პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვში შეხვედრები დაასრულა. დეპუტატები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან.

ვიზიტის კომენტირებისგან კი მმართველი გუნდი კვლავ თავს იკავებს.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, ის შეხვედრებზე ინფორმაციას არ ფლობს.

ციხელაშვილის აღნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გაცხადებული პოლიტიკა აქვს და კონტაქტი რუსულ მხარესთან ჟენევისა და პრაღის ფორმატებში მიმდინარეობს.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ცალსახა პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. ეს პოლიტიკა არის ძალიან ღიად გაცხადებული, იმ არხებში, რომელშიც ეს პოლიტიკა ხორციელდება, ახლა ახლოვდება ჟენევის დისკუსიები და სწორედ ეს არის ის ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო არიან მთავარი აქტორები,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოსკოვში ორშაბათს ჩავიდნენ და მოლაპარაკებები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან, მათ შორის ლეონიდ კალაშნიკოვთან გამართეს.  

დღის ამბები