ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა "ევროპული საქართველოს" პარტიის აქტივისტზე. შემთხვევა ახალქალაქში მოხდა.
გაერთიანების ახალქალაქ - ნინოწმინდის ორგანიზაცია მომხდარში „ქართული ოცნების“ ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ადანაშაულებენ.
"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, პარტიის მხარდამჭერს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ ის ქალაქის ამჟამინდელი დეპუტატისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვდა.
მათი ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით, არავინ დაუკითხავთ. თუმცა, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.