20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" ბოლნისში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა 

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ ბოლნისში მერობის კანდიდატი გიორგი დაუშვილი და რაიონის 18 მაჟორიტარი წარადგინა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა რაიონში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ბოლნისის მოსახლეობას სასმელი წყლის, სოფლის შიდა გზების, საკანალიზაციო სისტემების და გარე განათებების პრობლემა აწუხებს.

გიგი უგულავამ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო. "ევროპული საქართველოს" პროგრამის თანახმად, გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ეს თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება. ბოლნისში პენსია 40 ლარით გაიზრდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ ვგეგმავთ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან ბევრი ბოლნისელი დაუჭერს მას მხარს და ჩვენ შევძლებთ ამ პროგრამის განხორციელებას,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები