20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
დოკუმენტი არის ერთი პარტიის მიერ მიღებული და ასეთად დარჩება - ანა დოლიძე კონსტიტუციის ახალ პროექტზე 

კონსტიტუციის ახალი პროექტზე ვენეციის კომისია დასკვნას დღეს დაამტკიცებს. ვენეციის კომისიის სხდომას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. ანა დოლიძე ვენეციის კომისიისგან დადებით შეფასებას არ ელოდება.

„კურიერთან“ საუბრისას დოლიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, შეფასებაში ხაზი გაესმება  დიალოგის არარსებობას. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კონსტიტუციის ახალ პროექტს ერთპარტიულს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, ქვეყნისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება.

„ჩვენ მოვისმენთ კომისიის მოსაზრებებს იმ დოკუმენტზე, რომელიც უკვე მიღებულია სამი მოსმენით, რაც თავისთავად ხაზს უსვამს იმ ნაკლოვან მხარეს, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესს ჰქონდა. ეს მხარე კომისიამ აღნიშნა თავის დასკვნაში და ახლაც დარწმუნებული ვარ, ამას ხაზს გაუსვამს, რომ საბოლოო ჯამში არავითარი მცდელობაც კი არ ყოფილა, ნამდვილი და გულწრფელი მცდელობა ვინმესთან მოლაპარაკებისა, კონსტიტუციის ტექსტთან მიმართებაში, გარდა საკუთარი თავისა. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის ერთი პარტიის მიერ მიღებული დოკუმენტი, ის ასეთად დარჩება და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უმაღლეს კანონს, ეს ფაქტი უაღრესად სამწუხარო და არასასიამოვნო შედეგის მომტანია,“ -განაცხადა ანა დოლიძემ.

კონსტიტუციის ახალი პროექტზე ვენეციის კომისია დასკვნას დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტის მიღებამდე, კონსტიტუციის არსებულ რედაქციას პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე წარადგენს. თუმცა სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები პარლამენტის დელეგაციამ კომისიის ხელმძღვანელობასთან უკვე განიხილა. მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დადებით დასკვნას ელის.

ამავე თემაზე
დღის ამბები