20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ხარაგაულში, სოფელ კიცხის მოსახლეობა მოხსნილ სოციალურ დახმარებას აპროტესტებს

ხარაგაულში, სოფელ კიცხის მოსახლეობა მოხსნილ სოციალურ დახმარებას აპროტესტებს. ისინი „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, დავით ბაქრაძეს და ხარაგაულის მერობის კანდიდატს, ჯაბა მაღლაკელიძეს შეხვდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დღემდე ვერ მიიღეს პასუხი, რატომ გაუუქმდა ფინანსური დახმარება სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს.

ადგილობრივები ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც აკეთებენ აქცენტს და სოფლის შიდა გზების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების, გაზიფიცირების პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ.

„ეს არჩევნები უნდ იყოს საშუალება მოსახლეობისთვის, რომ უარი უთხრას არაფრის გამკეთებელ ხელისუფლებას და აირჩიოს ის გუნდი, რომელიც მას ჰპირდება პენსიების ზრდას, სოციალურების აღდგენას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები