ერთი საათია საგარეო საქმეთა მინისტრი ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებს ხვდება. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის თორნიკე შარაშენიძის თქმით, მის კითხვების ძირითადი თემა იქნება ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში დგას.
“ძალიან ბევრი მინისტრის ხელში ჩემი აზრით, იყო ერთი პრობლემა, რომ სამწუხაროდ, ქართული დიპლომატია ჯერ კიდევ არასათანადოდ იყენებს იმ ფაქტს, რომ ოდესღაც ეუთომ დააფიქსირა აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდა, დააფიქსირა ეს რუსეთმაც და ეს არის ჩვენ ხელში სერიოზული ბერკეტი და ამაზეც მინდა ვკითხო, ხომ არ გააქტიურდა ამ ბოლო დროს ჩვენი დიპლომატია ამ მხრივ,“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე შარაშენიძემ.
ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორის ლაშა ტუღუშის თქმით, მას კითხვები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით ექნება.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც ძალიან მალე იქნება და საინტერესოა საქართველო, როგორ ხვდება, რა პოზიციები აქვს, რას ელოდება. არის გარკვეული შენელებული პროცესი და მეჩვენება, რომ ეს არ არის მარტო იმის გამო, რომ ევროპაში არის გარკვეული დუმილის პერიოდი. ვფიქრობ, რომ ჩვენც არ ვართ ძალიან აქტიურები,“ - აღნიშნა ტუღუშმა.