წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა. მან მედიასაშუალებებისთვის ახალი ინიციატივა გაახმოვანა.
თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მედიასაშუალებებს სთავაზობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებისთვის ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ.
„ვინაიდან, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძირითად მედიასაშუალებას, შეთანხმდნენ ერთობლივ ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მაყურებლისთვის ეთერი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებას და მედიას, არ გვსურს გამოვარჩიოთ რომელიმე მედია საშუალება ან რომელიმე მერობის კანდიდატი. ამიტომ, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საერთო დებატში, რომელიც აგებული იქნება პარიტეტულ პრინციპზე და ყველასთვის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.