20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"კომისია კვლავაც აღნიშნავს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც აქვს საკმაოდ ბევრი ნაკლოვანებები" - ანა დოლიძე კონსტიტუციაზე საუბრობს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებს და აცხადებს, რომ კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ კონსტიტუციის დოკუმენტი ნაკლოვანებებს შეიცავს, მათ შორის, არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ბონუსის სისტემა.

“კომისია კვლავაც აღნიშნავს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც აქვს საკმაოდ ბევრი ნაკლოვანებები, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც სჭირდება ხარვეზების გამოსწორება და რეალობაა ის, რომ ის მიღებული არის ერთი პარტიის მიერ დიალოგისა და კონსესუსის გარეშე. სხდომის ბოლოს ბატონმა ბუკიკიომ კვლავაც მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გამოიყენოს ის ფანჯარა, რომელიც არის დარჩენილ პრეზიდენტის ვეტოს სახით და იმუშაოს ოპოზიციასთან, რომ იქნებ  ამ შეცდომების გასწორება მალე მოხდეს, ვიდრე გაზაფხულზე“ - განაცხადა დოლიძემ. 

დღის ამბები