20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები გადასცა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები გადასცა. სააგენტომ ცესკოს 3 496 461 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები წარადგინა.

ამ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ.

ცესკო აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა ერთიან სიას და არჩევნებამდე 12 დღით ადრე საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება პარტიებისთვის, ბლოკებისთვის საინიციატივო ჯგუფებისთვის.

დღის ამბები