03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
მერიამ წინა ხელისუფლების მიერ გამოცხადებული 9 ტენდერი შეწყვიტა

თბილისის მერიამ წინა ხელისუფლების მიერ ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 9 ტენდერი შეწყვიტა. ეს ტენდერები დაზიანებული შენობების  გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისთვის იყო გამოცხადებული. 

ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზიანებული შენობების გამაგრებითი სამუშაოები მალე განახლდება და ამ მიზნით უკვე გამოცხადებულია ახალი ტენდერი.

თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ავთანდილ სუდაძე ამბობს, რომ 2014 წლის პერიოდში დაგეგმილი იყო 46 ავარიული სახლის გამაგრებითი სამუშოების ჩატარება. თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ხელშეკრულება  მხოლოდ სამი შენობის რეაბილიტაციაზე იყო გაფორმებული.

„დანარჩენი კონტრაქტები აგვისტოს შემდეგ ჩვენ შევაჩერეთ. დღეის მდგომარეობით, გამოცხადებულია სამი ტენდერი რვა ავარიული სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების ჩასატარებლად.  დღე-დღეზე გაიხსნება სატენდერო პაკეტები და გვეყოლება გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც მალევე დაიწყებენ აღდგენით სამუშაოებს,“ - განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

დღის ამბები