20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ფოთში პროექტების დაფინანსება არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ამომრჩეველს აფრთხილებს

ფოთში მმართველი გუნდიდან მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელიაა. ფოთის მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებამდე 16 დღით ადრე ფოთელებს აფრთხილებს, თუ „ქართული ოცნება“ სათანადო ხმებს ვერ მიიღებს, ქალაქი დაფინანსების გარეშე დარჩება.

კანდიდატის არითმეტიკით, მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ტოლია.

საკუთარ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება გოჩა კურდღელიამ დღეს აღარ ისურვა. „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხრიდან ამომრჩევლის მიმართ 2 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ ვაჭრობად აფასებენ მისი კონკურენტები.

ფოთელები „ოცნების“ კანდიდატს შანტაჟში ადანაშაულებენ. მოქალაქეებისთვის მერობის კანდიდატის განცხადებები მიუღებელია.

საკუთარი კანდიდატის განცხადებებზე დღეს პასუხის გაცემა დღეს უმრავლესობას მოუწია. გოჩა კურდღელიას არითმეტიკაზე არაფერი იციან „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში.

გოჩა კურდღელია ფოთში ცნობილი ბიზნესმენია. ბიზნესმენ კურდრელიას კავშირი პოლიტიკასთან ამ დრომდე მხოლოდ შემოწირულობებით შემოიფარგლება. 2012-მდე „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი იყო, შემდეგ კი „ქართული ოცნების.“

დღის ამბები