20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
საერთო ტელედებატები - რა ფორმატზე შეთანხმდებიან ტელეკომპანიები მომავალ კვირას გახდება ცნობილი

„ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს შეთანხმებას ურჩევს და მერობის კანდიდატებთან საერთო დებატის გამართვას სთავაზობს. დღეს ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს კახი კალაძე იმ შემთხვევაში თუ ტელევიზიები შეთანხმებას ვერ შეძლებენ, არჩილ თალაკვაძე ჯერ არ აკონკრეტებს.

კახი კალაძის მთავარმა კონკურენტებმა კი მმართველი გუნდის შეთავაზება დებატებიდან გაქცევად შეაფასეს. ოპოზიცია მმართველი პარტიას მედიისთვის დღის წესრიგის დადგენის მცდელობის გამო აკრიტიკებს.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და დამოუკიდებელი ტელეკომპანიების უმეტესობას მმართველი პარტიის შეთავაზების პასუხად ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია „იმედმა“ „კურიერს“ ინტერვიუზე უარი უთხრეს.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ საერთო დებატების გამართვის შემთხვევაში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის თუმცა, გვარამია განმარტავს, რომ ტელეკომპანიაში გეგმების შეცვლას არ აპირებს და მერობის კანდიდატების უკვე დაგეგმილი დებატები მაინც გაიმართება.

დებატების რა ფორმატზე შეთანხმდებიან ტელეკომპანიები ცნობილი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები