ვენეციის კომისიის შეფასება საკონსტიტუციო ცვლილებზე ცნობილია, ახლა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
4-პუნქტიანი შეთავაზება, სადაც მმართველი გუნდისა და ოპოზიციისთვის მისაღები ორ-ორი პუნქტი ჩაიწერა, ძალაში რჩება.
პრეზინეტი მზადაა, ვეტოს დაურთოს მოტივირებული შენიშვნები, სადაც ქართული ოცნების ყველა მოთხოვნა დაფიქსირდება, თუმცა ამისთვის საკუთარ პირობებს აყენებს.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტში, ხელისუფლების მიერ მოთხოვნილი პუნქტების გარდა, სხვა შენიშვნებიც იქნება, ქართული ოცნება ვეტოს დაძლევს.