უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, საბავშვო ბაღებში წინასაარჩევნო დარღვევების შესაძლებლობას ადასტურებს.
თეა წულუკიანის განცხადებით, უწყება ამ საკითხს შეისწავლის.
საქმე ეხება სტუდია მონიტორის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე კურიერში მომზადებულ სიუჟეტს, სადაც საბავშვო ბაღის პედაგოგების და დირექტორების საარჩევნო პროცესში ჩართულობა იკვეთება.
გამოძიებამ უჩვენა, რომ ბაღის დირექტორები საარჩევნო აგიტაციაში და ქართული ოცნების მხარდამჭერების სიების შეგროვებაში აქტიურად მონაწილეობენ.