20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა - გიორგი კვირიკაშვილი

"დარწმუნებული ვარ, ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამყარდება დემოკრატიული სისტემა," - ასე შეაფასა კონსტიტუციის ახალი ვარიანტი ქვეყნის პრემიერმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა დაამტკიცა.

გიორგი კვირიკაშვილმა მესამე მოსმენით პარლამენტის უმრავლესობის მიერ დამტკიცებულ ქვეყნის მთავარ კანონს "დემოკრატიის გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯი" უწოდა.

„მთლიანი ეს სამუშაო იყო ერთი დიდი ჩართულობის მაგალითი და ძალიან ბევრი შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა მმართველი პარტიის მხრიდან. ნუ ვიწინასწარმეტყველებთ, არ ვიცით, იქნება ვეტო, არ იქნება ვეტო. ჩვენ ჩვენი ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონსტიტუცია იქნება ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომლითაც საქართველოში შეუქცევადად დამკვიდრდება დემოკრატიული სისტემა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ კონსტიტუციაში არცერთი ცვლილება მმართველი გუნდის ინტერესს არ ემსახურება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები