20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
კომპანია ალბატროსის თანამშრომლების საპროტესტო აქცია დასრულებულია

კომპანია ალბატროსის თანამშრომლების საპროტესტო აქცია დასრულებულია. ორდღიანი პარალიზების შემდეგ, კომპანიამ მუშაობაც გააახლა.

აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ალბატროსის წარმომადგენლები პროფკავშირის წევრებს შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიეს.

ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია კერძო დაცვის ორი წევრი. მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ლევან კერვალიშვილს, კი გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.

პროტეტსტი ალბატროსის ოფისში მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის თანამშრომლებსა და დაცვის წევრებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მუშები ფიზიკური ძალადობის ინიციატორად მონიტორინგის სამსახურის უფროსს ასახლებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები