ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელები აჭარაში დასაქმებულ ადვოკატებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ადვოკატებისთვის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების - ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ უკვე გატარებული და დაგეგმილი ინიციატივების, გაცნობაა.
აჭარაში სულ 400-მდე ადვოკატია რეგისტრირებული.
„ადვოკატთა ასოციაციამ იმას მიაღწია, რომ ადვოკატთა დაცვის ხარისხი მოსამართლის დაცვის ხარისხს გაუთანაბრდა. ასევე კონსტიტუციურ ცვლილებებში ადვოკატის როლი გაიზარდა,“ - აღნიშნა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ხატიაშვილმა.