საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი მზად არის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოთხოვნები გაითვალისწინოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსესუსის მიღწევის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ ოპოზიციამ საკუთარი მოთხოვნები ექვსიდან ერთამდე შეამცირა მაშინ, როცა ხელისუფლებამ ორიდან ოთხამდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი, როგორც ამ პროცესში მედიატორი, არის მზად, ხელისუფლების ოთხი და ოპოზიციის ერთი მოთხოვნა გაითვალისწინოს, რათა კონსესუსი შედგეს და კონსტიტუცია 150 ხმით მივიღოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.